გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში სანადიროდ მყოფი 33 წლის ახალგაზრდა თანასოფლელის თოფიდან გასროლით დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ფრინველებზე ნადირობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა და 33 წლის მამაკაცს თავის არეში მოხვდა, რის შემდეგაც ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.