ხობში არასრულწლოვან ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა, მისივე ბიძაშვილი დაიჭრა.

გოგონას დაზიანებები ზედა კიდურის, გულმკერდის და თავის არეში აღენიშნება.

დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ვის ეკუთვნოდა იარაღი, ან როგორ ჰქონდა არასრულწლოვანს მასზე წვდომა, უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.