ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი რიკოთზე ავარიაში მოჰყვა.

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.