პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებს შეკრებილები ადგილიდან ძალის გამოყენებით გაჰყავს, გამოიყენეს "წიწაკის სპრეი".

ადგილი აქვს დაპირისპირებას. სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება.

ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი ზომები.

 

 

 

აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიასთან დაიძრა, თუმცა, პოლიცია მათ კანცელარიასთან მისვლის საშუალებას არ აძლევს.

პოლიციელებს გადაკეტილი აქვთ მთავრობის ადმინისტრაციამდე მისასვლელი ყველა გზა. ადგილზე დაძაბული ვითარებაა.

ასევე, ცოტა ხნის წინ დაძაბული იყო ვითარება პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან, სადაც მოქალაქეები ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოსთვის წრის შემორტყმას, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალებაც არ მისცა.