თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში სტიქიის შედეგად ქალი დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, ქალი პირუტყვის მოსაყვანად იყო წასული, როდესაც ადიდებულმა ღელემ გაიტაცა.
ადგილობრივებმა ცხედარი რამდენიმე საათში იპოვეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში სტიქიის შედეგად ქალი დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, ქალი პირუტყვის მოსაყვანად იყო წასული, როდესაც ადიდებულმა ღელემ გაიტაცა.
ადგილობრივებმა ცხედარი რამდენიმე საათში იპოვეს.
1784012198
China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს."ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
1784011618
ტექსკოლის მიზანია ახალ თაობას შესძინოს ტექნოლოგიური უნარები, განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და მომავლის პროფესიებისთვის საჭირო კომპეტენციები. ტექსკოლის გაკვეთილები, 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ონლაინ შეხვედრების ფორმატში ტარდება, რაც პროგრამას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები უფროსკლასელისთვის ხელმისაწვდომს ხდის.თიბისი ონლაინ მოდელის სწავლებით შლის გეოგრაფიულ და ფინანსურ ბარიერებს და ხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებას ხელმისაწვდომს ხდის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობა სხვა შემთხვევაში ნაკლებად ექნებოდათ.ტექსკოლის პროგრამა პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული. თიბისისა და მისი პარტნიორ „ჯეოლაბის“ გამოცდილი ლექტორების ხელმძღვანელობით მონაწილეები სწავლობენ ვებპროგრამირებას, ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX და გრაფიკულ დიზაინს, სოციალური მედიის მარკეტინგსა და სხვა მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებს. მიღებულ ცოდნას ისინი რეალურ პროექტებზე მუშაობით ამყარებენ.განსაკუთრებით აღსანიშნავია „თიბისი ტექსკოლის ელჩების“ პროგრამა, სადაც ტექსკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თავად გახდნენ ცოდნის გამავრცელებლები. ტექსკოლის ელჩები თანატოლებისთვის რთული ტექნოლოგიური საკითხების პრეზენტაციის ტექნიკებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მარტივ და გასაგებ ფორმატში აზიარებენ. „თიბისი ტექსკოლის ელჩები“, რომელსაც თიბისი ჯეოლაბთან და ბაქსვუდითან თანამშრომლობით ახორციელებს, თანატოლთა სწავლების საერთაშორისო მოდელებზეა დაფუძნებული და რეგიონებში ტექნოლოგიური ინიციატივების გაძლიერებას ისახავს მიზნად.თიბისი, ტექსკოლის პროგრამებს, მუდმივად ავითარებს, რათა ის ტექნოლოგიური სამყაროს სწრაფ ცვლილებებსა და ახალი თაობის ინტერესებს პასუხობდეს. სწორედ ამიტომ, ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღება სექტემბრიდან განახლდება და მოსწავლეებს კიდევ უფრო მრავალფეროვან სასწავლო შესაძლებლობებს შესთავაზებს.მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, იდეების და იმის, რომ სწორედ შენ შეგიძლია შექმნა მომავლის ტექნოლოგიები.
1784011419
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულს და ძვირად ღირებულ ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე, ამოღებულია ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1784010993
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი "სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს.ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
1784010536
შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, უზბეკეთის, სუდანის, კენიის, პარაგვაის, ფილიპინების, იორდანიის, უგანდის, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 113 მოქალაქე.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოდან უკვე გაძევებულია 2203 არალეგალი მიგრანტი, რაც 2025 წლის ჯამურ მაჩვენებელს 70%-ით აღემატება.
1784009629
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა.უნებართვო კონსტრუქციების გატანის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.მუნიციპალური ინსპექციის ღონისძიების მიზანია მოქალაქეების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობის და ანტისანიტარიის აღკვეთა.„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სისტემატურად ახდენს დედაქალაქში გარევაჭრობის კონტროლს, თუმცა, ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გახშირდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლის და ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელის შეშლის ფაქტებიც. აგრეთვე, ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობიდან გამომდინარე ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც ფიქსირდებოდა.თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს დედაქალაქში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობის კონტროლს, სხვადასხვა კონსტრუქციების და ნაგებობების უკანონო განთავსებით იერსახის დამახინჯების მონიტორინგსა და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვის აღკვეთას. უკვე არაერთი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მოწესრიგდა სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიები და საჯარო სივრცეები“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
1784009455
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 421 810 (+1 120) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 14.07.26-მდე: ტანკები – 12 131 (+6), ჯავშანტექნიკა – 24 932 (+1), საარტილერიო სისტემები – 45 911 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 931 (+2).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 491 (+2), თვითმფრინავები – 437 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 905 (+11); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 407 201 (+1 508), ფრთოსანი რაკეტები – 4 899 (+3).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 119 862 (+330), სპეციალური ტექნიკა – 4 416 (+4).
1783973383
მისივე თქმით, ბრძოლის ერთიანი სტრატეგიის შეთანხმების გარეშე ალტერნატივა ვერ შედგება."ამ მომენტში ოპოზიციის ალიანსი არაფუნქციურია და მე ვერ გეტყვით, რომ ფუნქციურია. აუცილებლად იქნება ნაპოვნი გზა, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ის გზები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.ბრძოლის ერთიანი სტრატეგიის შეთანხმების გარეშე ალტერნატივა ვერ შედგება. ალიანსის შინაარსი ისაა, რომ არსებობს - აქცია, სანქცია, ალტერნატივა, რაც არის მოკლე ჯამი იმისა, თუ როგორ უყურებენ ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიები, ან როგორ უყურებდნენ ალიანსის შექმნის მომენტში გამარჯვების გზას და სტრატეგიას. მე პირადად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ სტრატეგიის სისწორეში, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს რეჟიმი უნდა მოიგუდოს, რომ ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს, მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს რეჟიმი თუ არ ჩამოიშალა, ჩვენ ისე ვერ მივიღებთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ვერც პოლიტიკურ პატიმრებს გამოვიყვანთ გარეთ.არსებობს გარკვეული სუბიექტური ფაქტორები, რომელიც ყოველ ჯერზე - ხან არჩევნების წინ, ან არასაარჩევნო პერიოდში ხელს უშლის ერთიანობას, ეს არსებობს და ამას ვერ გავექცევით, უბრალოდ, საბოლოო ჯამში, სხვა სტრატეგია გამარჯვებისა, გარდა იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ფიზიკურად არ არსებობს და რაც უფრო მალე გაიაზრებს პოლიტიკური კლასი ამ მოცემულობას, მით უკეთესი იქნება ეს ჩვენთვის და ამ ქვეყნისთვის", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თბილისის აეროპორტი დაიტბორა
1783447451
როგორ ცვლის XELOBA.GE ქართულ ბაზარს, წარმატებისგან ერთი ნაბიჯი
1783189869
მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძისთვის შეზღუდვების მოხსნას და სასამართლო პროცესების გახსნას ითხოვენ
1783243560
კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
1783781246
2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება
1783582026