დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმლის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო.

არსებული ინფორმაციით ადგილზე ვერ მოხერხდა სახანძროს მისვლაც.

ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლისაა, უმცროსი კი რამდენიმე თვის, ადგილზევე დაიღუპნენ.

დაშავებული ქალი სამკურნალოდ გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ფოტო: "აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი"