წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტომობილმა ღობე გაარღვია და წალენჯიხის საკრებულოს წევრის თენგიზ ფიფიას სახლში შევარდა.

არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ისინი წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.