შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთი ფედერაციის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა  ბათუმში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე  კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.