შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ს.ქ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ს.ქ. თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სექსუალური ექსპლუატაცია/პროსტიტუციის ბრალდებით იძებნებოდა.

დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.