შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ს.ი. ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე, ქონების დაზიანების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით  იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ს.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.