საბერძნეთში, ათენის სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ე.წ. კანონიერი ქურდი, 62 წლის ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად "ლაშა რუსთავსკი" ციხიდან გაათავისუფლეს.

შუშანაშვილმა ციხეში 5,5 წელი გაატარა და მას ორგანიზებული დანაშაულის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლოში მისვლა დეკემბერში ისევ მოუწევს.

ციხიდან ის უკვე მეორედ გათავისუფლდა. პირველად  2015 წელს, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით. ამის შემდეგ კი 2018 წელს ის სალონიკში დააკავეს. შუშანაშვილი საფრანგეთის მიერ 2020 წლიდან იძებნება.

მედიის ინფორმაციით, შუშანაშვილი ბრალდებულია მძიმე ორგანიზებულ დანაშაულებში, მათ შორისაა მკვლელობები, გამოძალვა, ფულის გათეთრება ევროპის მასშტაბით.