შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე - 1994 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ფიზიკურად გაუსწორდა.

დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით  მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.