"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის ელენე ხოშტარიას საქმეზე საბოლოო პროცესი გადაიდო.

შემდეგი სხდომა 23 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.

სასამართლოში განაჩენი დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ელენე ხოშტარია პროცესებს არ ესწრება, მოსამართლემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას, სურვილის შემთხვევაში დაესწროს პროცესს და საბოლოო სიტყვითაც ისარგებლოს.

საქმე თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ეხება.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.