"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ოკმელაშვილი დამნაშავედ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ცნო. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ბრალდებულის ახლობლების ხმაური მოჰყვა.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საპროტესტო აქციაზე შსს-ს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარიმართა.