პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 -10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალდებულებს გირაოს გადასახდელად 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა.

პატარიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ.

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს.