თბილისის საკრებულოს დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

მომდევნო პროცესი 13 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

ეძგვერაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას -  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ეძგვერაძე 2 დღის წინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. მასთან ერთად დააკავეს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, რომელიც იმავე საღამოს გაათავისუფლეს.