4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.

მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება ხელმოწერილია და ორი კვირის ვადაში გაფორმდება.

საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, მათ ერთი წელი და ერთი თვე – პატიმრობა, ხოლო ორი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ. შესაბამისად, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპატიმრო დაწესებულებას 5 ნოემბერს დატოვებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს თავისუფლების 7-7 წლით აღკვეთა აქვთ მისჯილი, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას კი 5-5 წლით.