"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

მას ბრალად 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ გზის გადაკეტვა ედება ბრალად.

თავად დეკანოიძის განცხადებით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.

"შს სამინისტროს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე და გიორგი ვაშაძე იყო. 

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.