სამართლიანი სასამართლოს პირობებში დღესვე უნდა შეწყვეტილიყო ეს საქმე. აქ ყველაფერი ითქვა, უკვე უსამართლოა სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენება ფაქტებისგანაა დაცლილი.

“საქმის მასალების მიხედვით, დიდი ხანია, ასეთი საქმე არ მინახავს. ღარიბაშვილის ბრალდებას ორი ჩვენება ეხება - ბურჭულაძის და მხეიძის ჩვენება. ბურჭულაძის ჩვენება ყოველგვარი კონკრეტიკისგან დაცლილია, შეიძლება ადამიანს არ ახსოვდეს, სად, როდის, რა ვითარებაში გადასცა თანხა? მსგავსს ვერაფერს ნახავთ. მხოლოდ იმას ამბობს, გადავეციო, მაგრამ რა ვითარებაში, არაფერია ნათქვამი. სამართლიანი სასამართლოს პირობებში დღესვე უნდა შეწყვეტილიყო ეს საქმე. აქ ყველაფერი ითქვა, უკვე უსამართლოა სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. დღევანდელ პროცესს ყოფილი პრემიერი არ დასწრებია.