შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით  - 1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული  მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.