თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი 2000 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა. 

როგორც ცნობილია, 3 ივნისს მოქალაქე გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიის პოსტზე ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.

მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა, პროცესს ბრალდებული არ დასწრებია.