ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ტროტუარზე მყოფი მოზარდი მოიყოლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ტროტუარზე მყოფი მოზარდი მოიყოლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
1775460791
მისივე თქმით, თბილისსა და ბაქოს შორის გარიგებას აქვს ადგილი."სამწუხაროდ, ჩვენ უკვე შევედით იმ პერიოდში, როცა ადამიანების ბედით ვაჭრობა საქართველოს ავტორიტარიზმს აღარც რცხვენია და არც ერიდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების თავისუფლებითა და ბედით. ეს კი ავტორიტარიზმის მთავარი გამოვლინებაა. აშკარად, თბილისსა და ბაქოს შორის გარიგებას აქვს ადგილი, აშკარად ჩანს, რომ გადაწყდა ალიევის ჩამოსვლა თბილისში, მაგრამ ბაქომ, ჩემი აზრით, პირობა დაუყენა, რომ ისინი საქართველოდან ელოდებიან სადიგოვის გადმოცემას. საქართველომ სტრასბურგის ნების საწინააღმდეგოდ გადასცა სადიგოვი აზერბაიჯანს, ვინაიდან, თითქოს მის წინააღმდეგ აღარ არის საქმე და ამიტომაც აღმოჩნდა სადიგოვი ნათესავებთან და არა ციხეში, მაგრამ მაინც, მე მგონია, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდება ალიევის ვიზიტი თბილისში, მის წინააღმდეგ აღძრავენ ან სხვა საქმეს, ან იმავეს, ოღონდ რაღაც ცვლილებებით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 4 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. როგორც ცნობილია, ის ბაქოში ნათესავთან იმყოფება.
1775460579
"უკვე წელიწადზე მეტია, რაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატების შემოტანას და პერიოდული კვლევების დაფინანსებას ვითხოვთ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ სახელმწიფო კანცელარიის წინ 28 მარტს აქცია გავმართეთ და 5 დღის ვადაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ვითხოვეთ. უკვე სამ თვეზე მეტია, მშობლებთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი თავს არიდებს.დღეს, 6 აპრილს 15:00 საათზე მშობლები კიდევ ერთხელ მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას.პარალელურად მივიღეთ მითითება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან კანცელარიის წინ მოედანზე კარვები არ დავდგათ და დაანონსებული პროტესტის 24-საათიანი ვადა შევამციროთ.უარის საფუძვლად მითითებულია შეკრებებების და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად შეკრების მონაწილეებს უფლება არ აქვთ:ვ) მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.შეგახსენებთ, რომ წინასწარი ნებართვის გარეშე შეკრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. კანცელარიის წინ არსებული მოედანი არ წარმოადგენს არც მანქანების და არც ქვეითთა სამოძრაო ტერიტორიას. თუნდაც რომ ასე იყოს, საერთოდ წარმოუდგენელია, რომ სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების მშობლებს 24-საათიანი პროტესტის და კარვების გაშლის უფლებას არ გვაძლევენ. ასეთი რამ იმ ე.წ. "სისხლიანი 9 წლის" დროსაც კი არ ხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ აბსურდულ შეზღუდვას გააუქმებს. საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ დაგვიდგეს გვერდში და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე", - აღნიშნულია მშობლების განცხადებაში.
1775460208
აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, გავლენიანმა გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.ჯილდო ფინანსური გამოცემის - Global Finance-ის მხრიდან გაიცემა და იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით, მდგრადი ზრდითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებით გამოირჩევიან.“გლობალური საბანკო სექტორი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის და ფინტექში კონკურენციის ზრდის ფონზე კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას. 2026 წლის საუკეთესო ბანკების ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ეფექტურად მართავენ აქტივებს და ამასთანავე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ციფრულ ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტში, რათა მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად საჭიროებებს ეფექტურად უპასუხონ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.„Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოში ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის ძალისხმევას, სწორ სტრატეგიულ ხედვასა და ინოვაციებზე მუდმივ ფოკუსს. ამასთან, ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებისთვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდო ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალი და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სერვისები და პროდუქტები, რათა მუდმივად ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
1775460029
ეს თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მასშტაბის წარმატება და აღიარებაა.თიბისის მასშტაბის კომპანიაში, რისკისა და შესაბამისობის მართვა არ არის უბრალოდ დამხმარე ფუნქცია - ესაა სისტემა, რომელიც იცავს მომხმარებელს, უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას და ნდობას.ბანკმა დანერგა კიბერუსაფრთხოების ჯანმრთელობის შეფასების ჩარჩო (Cyber Health Assessment Framework) - იგივე, კიბერსიჯანსაღე.სისტემა ახდენს სხვადასხვა აქტივობების ერთიან პროგრამად გარდაქმნას. საშუალებას იძლევა, თითოეული კრიტიკული სისტემა ერთნაირად შეფასდეს მთელი ციკლის განმავლობაში - მართვიდან და დიზაინიდან დაწყებული, განხორციელებით, შემოწმებითა და ოპერაციებით დამთავრებული.უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი - შემცირდა მაღალი რისკის ზონები ღრუბლოვან (Cloud) და კონტეინერულ გარემოში, გაიზარდა დაცვისა და რეგულაციების შესაბამისობის დონე. პირველმა შედეგებმა აჩვენა, რომ სისტემების საერთო მომწიფების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე აწესებს სტანდარტებს; ქმნის საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.ინოვაციური და ტექნოლოგიური თამამი ნაბიჯებით, თიბისი მუდმივად ამტკიცებს, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია - მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.
1775458429
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ რ.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1775458021
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ორ პირს - 1997 წელს დაბადებულ პ.ნ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს.ბრალდებულებმა ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთ მათგანს პ.ნ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, პ.ნ. კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე ხუთივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1775456234
აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.სტუდენტები, რომლებიც წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან.აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.
1775452924
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 304 490 (+940) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.04.26-მდე: ტანკები – 11 841 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 360 (+10), საარტილერიო სისტემები – 39 497 (+58), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 719 (+0).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 338 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 221 396 (+1 953), ფრთოსანი რაკეტები – 4 517 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 87 614 (+259), სპეციალური ტექნიკა – 4 112 (+0).
ეკა კუპატაძე - დღეს ვუყურე, როგორ მოკლეს ჩემი შვილი, ესენი არიან სისხლმოწყურებული ავადმყოფები, ამათი გამოსწორება არ იქნება
1775220733
პეტრე ცისკარიშვილი - ეს ორი რეჟიმი როცა მაქსიმალურად დასუსტდება და დასრულდება, მაშინ იქნება მიშა თავისუფალი
1774256748
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1774813091
თბილისში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც აეროპორტი მალევე დატოვა
1775050569
"სასურველია, ახალი პატრიარქის არჩევაზე პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
1774640592