ყოფილ გენერალურ პროკურორს და ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულ ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.

ოთარ ფარცხალაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ის საქართველოში არ იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.