თბილისის სააპელაციო სასამართლომ აქტივისტი მათე დევიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია. 

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას 4 წლით და 6 თვით აქვს პატიმრობა მისჯილი. მას გამოძიება სამართალდამცველზე თავდასხმას ედავება.