შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით - 1964 წელს დაბადებული ნ.დ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, 420 აბი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.