შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს. მოქალაქე დაჯარიმდა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი," ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 4809.55 გრამი) გამოვლინდა.

კანონდამრღვევი მოქალაქე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.