შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მდებარე  ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და სახლის მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის შედეგად, 712 გრამი  „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.