29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, შევჩენკოს ქუჩაზე ადვოკატი ბექა ბასილაია დააკავეს.

უფლებადამცველის განცხადებით, ბექა ბასილაია, ისევე, როგორც დემონსტრანტთა უმრავლესობა, არის ნაცემი.

"ბექა ბასილაია დააკავეს პირდაპირი ეთერის მიმდინარეობის დროს, ცხადია, ისევე უსაფუძვლოდ, როგორც ყველა სხვა დაკავებული, რომლებიც შეეწირნენ საკუთარი პროტესტის მშვიდობიან გამოხატვას. სამწუხაროა, რომ ქართული პოლიცია ასეთ სახეს გვაჩვენებს და გული მწყდება, რომ მათ შეუძლიათ საკუთარ მოქალაქეებს ასე მოექცნენ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაცვაც მათ ევალებათ. ბექა ბასილაიაც, ისევე, როგორც დემონსტრანტთა უმრავლესობა, არის ნაცემი. დიდი ალბათობით, ამ ადამიანებს გააჩერებენ 72 საათი იზოლატორებში და ამის შემდეგ მოიფიქრებენ, რა უნდა გააკეთონ. ეს არის რეპრესიების მორიგი ეტაპი და ყველაზე მკაცრი რეპრესიებია, რაც ბოლო წლებში საქართველოში გვინახავს“, - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.