ქობულეთში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 80 წლის მამაკაცი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი 7 თებერვალს დააკავეს.