ბათუმში გამოცემა "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს, რომელიც აქციაზე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამაღლობელი კედელზე პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, რომელზეც "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე" ეწერა.

ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.