ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა.

მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.