საქართველომ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში Phoenix Express 2026 მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად“, – წერს აშშ-ის საელჩო.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკის ქალაქ ტუნისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების პერიოდში სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.