37 წლის ქალბატონი შემოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში. უტარდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო ღონისძიებები, რის შემდეგაც მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის იურისტმა თამარ როყვამ განაცხადა.

მისივე თქმით, დაზარალებული ექთნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თავდამსხმელი ქალი კი გადაყვანილია გამოძიების მიზნით.

"37 წლის ქალბატონი შემოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში. უტარდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო ღონისძიებები, რის შემდეგაც მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს. ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა დაცვის სამსახურის ჩართვა, გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და აღნიშნული პიროვნება მათ მიერ გადაყვანილ იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. აღნიშნული პიროვნება არ წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეს. ჩვენი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მიღებული აქვს ზედაპირული დაზიანებები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო, ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ საგამოძიებო სამსახურებს. მომხდარის მიზეზი უცნობია, აბსოლუტურად მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა“მთავართან“ თამარ როყვამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში ეროვნებით რუსი ქალი კლინიკის თანამშრომელს თავს დაესხა. მან ექთანს ყელის არეში უკბინა, შემდეგ კი ძირს დააგდო და სცემა.