“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს.

ისინი მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ, ამ დროისთვის კი კვლავ პარლამენტთან ბრუნდებიან.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.