აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად ტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან აქციას მართავენ და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე "ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

"არ დავუშვებთ საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის განადგურებას" - აცხადებენ პროფესორები.

ცოტა ხნის წინ სტუდენტებმა ასევე ბანერები გადმოფინეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მეორე სართულიდან წარწერით - "არ დავთმობთ სტუ-ს და მის ისტორიას".

"ქართულმა ოცნებამ“ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.