"თავისუფლება სინდისის პატიმრებს", "არა პოლიციურ რეჟიმს" და "ჩატარდეს ხელახალი არჩევნები" - ამ ლოზუნგით სარაჯიშვილის მეტროდან მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გზად პოლიციის შენობასთან გაჩერდებიან და პოლიციურ რეჟიმს დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ.

"დღეს შევიკრიბეთ პოლიციური ძალადობის და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ, რომელიც აძლიერებს ამ რეჟიმს.
სწორედ ამიტომ ვართ გარეუბანში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი მოედოს ყველა ქალაქს და რეგიონს. ძალიან დიდი პროპაგანდის მანქანა მუშაობს, ამიტომ საერთო პრობლემები ყველასთვის ცხადი უნდა იყოს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

შეკრებილები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც 52 დღეა, აქციები ყოველ საღამოს იმართება.