თბილისში მოკლული 28 წლის პედაგოგის დედა პროკურატურის ახალ განცხადებას ეხმაურება.

"დიახ! პროკურატურას მოუწევს შემხვდეს!

ოღონდ, იტყვის რა "საგამოძიებო მოქმედებები" ჩაატარეს კი არა, რა არ/ვერ ჩაატარეს! საქმის პროკურორმა ტელე ეკრანებიდან გაიგო ბევრი რამ!!!!

მელაპარაკოს ის პროკურორი, ვისაც სჯერა, რომ ფეხზე მდგომ 28 წლის ჯანმრთელ ახალგაზრდას მუჭი დაარტყა 17 წლის გარყვნილმა, ამით მიაყენა შუბლის ძვლის მარჯვენა მხარის სრული მოტეხილობა და დაუზიანა ორივე ჰემის სფეროს ნახევარი!

აქციის და ჯანყის გეშინიათ?!

ჰოდა მიიღებთ!!!

ჩემი საბოლოო სიტყვა,

მხოლოდ ერთ დათმობაზე წავალ!

შევხვდები მხოლოდ გენერალურ პროკურორს! არ ვენდობი არავის!", - წერს ეკა კუპატაძე. 

პროკურატურამ გიგა ავალიანის ოჯახს დღეს მიმართა და გამოთქვა მზაობა, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.

28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, ერთს კი ბრალი 117-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა).

ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციით შეფასდეს და ყველა დამნაშავე, მათ შორის, შესაძლო თანამონაწილეები პასუხისგებაში მიეცეს.