თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა, რაც ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმის ფერებს წარმოადგენს.

"ამით დედაქალაქი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, მხარდაჭერას გამოხატავს ეროვნული ნაკრების მიმართ.

საქართველო-ესპანეთის მატჩი ამ წუთებში იწყება. მატჩის გამარჯვებული გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს", - აცხადებენ თბილისის მერიაში.