საქართველოში ესპანეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

"საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს. დაე, მშვიდობით განისვენოს“, – აღნიშნულია ესპანეთის საელჩოს განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.