სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მეხანძრე-მაშველების მიერ არის მოხსნილი.

ხანძარი ხიდზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და ტერიტორიაზე გავრცელდა.