"საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში. წარმატებას გისურვებთ", - წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.

EURO 2024-ის მერვედფინალში გერმანიამ დანია დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებები დღეს ერთმანეთს კელნში თბილისის დროით, 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან, მატჩში გამარჯვებული გუნდი კი მეოთხედფინალში გერმანიას შეხვდება.