გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რასაც 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა. ის ამ დროისთვის დაკავებულია.

როგორც Front News-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 116-ე და 336-ე მუხლებით დაიწყო.