გიორგი კინოიანი თავისუფალია! სომხეთმა მის ექსტრადიციაზე რუსეთში უარი თქვა, რადგან ეს მისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ტუმასიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ელის, რომ იგივე გადაწყდება  იქნება სომხეთში რუსეთის მოთხოვნით დაკავებული მეორე ქართველის ვანო საბაშვილის შემთხვევაშიც.

"გიორგი კინოიანი თავისუფალია! სომხეთმა მის ექსტრადიციაზე რუსეთში უარი თქვა, რადგან “ეს მისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა”. 

დიდი მადლობა სომხეთის ხელისუფლებას და გამორჩეულ უფლებადამცველებს, Helsinki Citizens’ Assembly-Vanadzor-ს, Artur Sakunts-ს და Ani Chatinyan-ს.

მოველით, რომ იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული სომხეთში რუსეთის მოთხოვნით დაკავებული მეორე ქართველის, ვანო საბაშვილის შემთხვევაშიც", - წერს გიორგი ტუმასიანი.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე დააკავეს. სომხეთის სასამართლომ მისთვის 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.