თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 65 წლამდე მამაკაცია. 

არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს მამაკაცს დაარტყეს, რის შემდეგაც ის წაიქცა და თავი დაარტყა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო. 

ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში.