გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა.

წუხელ, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე ქალს და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მძღოლი დაკავებულია.