დათო ტურაშვილმა სოსო ჯაჭვლიანი გაიხსენა. მისი თქმით, გარდა ნიჭიერებისა, სოსო საოცარი თვისებებით იყო შემკული.

"გარდა იმისა, რომ იყო ნიჭიერი, იყო საოცრად კეთილი ადამიანი. ასეთი ადამიანები სულ გამახსოვრდება, შეგხვდება და კარგა ხანს რომ გამახსოვრდება დიალოგის სითბო.

ისეთ როლები აქვს შესრულებული ქართულ კინოში, ის სულ იქნება, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც მას ძალიან ატკინა გული.

შეიძლება ის დაავადებაც ამის გამო არ დაემართა, მაგრამ…ასეა რა, როცა იღებ დაუმსახურებელ ტკივილს, შეურაცხყოფას თან იმ ხალხისგან, ვისაც გადაჰყვა…

როგორც კი დაიწყო კრიტიკა იმ ხალხმა ისეთი რამე აკადრა, რომ ვერ გადაიტანა. ეს ძალიან ძნელია, ჩვენ ხო არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს…

როგორი ადამიანი დავკარგეთ და ნერვები მეშლება, რომ გულნატკენი წავიდა“, – განაცხადა ტურაშვილმა გადაცემაში "მე-17 სართული“ .