გულწრფელად ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოში იტალიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

"გულწრფელად ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.