ლევან ხაბეიშვილის დედა, მარინა კოტრიკაძემ “ტვ პირველის“ ეთერიდან ყველა სინდისის და პოლიტპატიმრის დედას მიმართა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგან გულშემატკივრობს.

მარინა კოტრიკაძის თქმით, ძალიან მალე ყველა პატიმარი გარეთ იქნება და ეს ბოროტება არავის შერჩება.

"4 ოქტომბერს დაკავებულებს, აი, ყველა პატიმარს ვგულშემატკივრობ, ყველა პატიმრის დედის ტკივილი მტკივა მე. იმედი მაქვს, ჩემო ძვირფასები, რომ თქვენ ძალიან  მალე გარეთ იქნებით, არავის შერჩება ეს ბოროტება. ეს არის ბოროტება. ეს არის მტრობა, როგორც  ქვეყნის მიმართ, ასევე საკუთარი მოქალაქეების მიმართაც, მე დარწმუნებული ვარ, ამათ ეს ბოროტება არ შერჩებათ. მიყვარხარ დედიკო და მხნედ იყავი შვილო", - განაცხადა კოტრიკაძემ.