მერაბ მალანიამ თქვა, “გაგებით ვეკიდებითო”, პოლიტიკური ტყვე იყო მისი შვილი, თუ რას ეკიდებოდა გაგებით? თუ მისი შვილი უდანაშაულოა, გაგებით როგორ ეკიდებოდა? ჰოდა, მე გაგებით არ მოვეკიდე ჩემი შვილის მკვლელობას, მხარი დამიჭირა პროკურატურამ, საზოგადოებამ და ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ სამართალს, პრინციპული, სამართლიანი მოსამართლეების ობიექტურობით, უშიშრობით, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა.

"წარმოდგენილ მტკიცებულებებში უხვად არის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები გიორგი მალანიას ბრალის დასადასტურებლად. გიორგი მალანიას დაჭერის შემდეგ, პირველი კომენტარი ოჯახის ახლობელმა, კოტე მალანიამ გააკეთა - ვერაფერი იყო ისეთი, რაც ბრალს დაასაბუთებდაო, არ ვიცი რისი თქმა უნდოდა. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, კოტე მალანიას და ზოგადად, მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა, მაგრამ გიგა ავალიანის სიმართლისთვის სადარაჯოზე დგას მისი დედა. მერაბ მალანიამ თქვა, “გაგებით ვეკიდებითო”, პოლიტიკური ტყვე იყო მისი შვილი, თუ რას ეკიდებოდა გაგებით? თუ მისი შვილი უდანაშაულოა, გაგებით როგორ ეკიდებოდა? ჰოდა, მე გაგებით არ მოვეკიდე ჩემი შვილის მკვლელობას, მხარი დამიჭირა პროკურატურამ, საზოგადოებამ და ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ სამართალს, პრინციპული, სამართლიანი მოსამართლეების ობიექტურობით, უშიშრობით”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.