მერაბ სეფაშვილის პროდიუსერი და მეგობარი გია გოგორიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომღერალს ძმა გარდაეცვალა.

"მერაბს გარდაეცვალა ძმა, თენგო სეფაშვილი. პანაშვიდი შაბათს. გამოსვენება კვირას 14 საათზე ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიიდან (ნაძალადევი. ეროსი მანჯგალაძის 1.)" - წერს გოგორიშვილი.

როგორც პროდიუსერი "პრაიმტაიმთან" ამბობს, მომღერლის უფროსი ძმა "ბოლო დროს ავადმყოფობდა. თენგო 74 წლის იყო".

მას კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე კვირას დაკრძალავენ.